საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №408

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორისი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, შეიქმნას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორისი კომისია.

მუხლი 2. დამტკიცდეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართ-ლის უწყებათაშორისი კომისიის თანდართული დებულება.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენ-ტის 1998 წლის 24 აგვისტოს N494 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულების ძალაში შესვლისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური