საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №409

„საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვის საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 15 ნოემბრის N252 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვის საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 15 ნოემბრის N252 დადგენილებაში (სსმ, 2007 წელი, მუხლი 1804) შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. პირველი პუნქტის „ბ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) შეიქმნას საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვის საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში - საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

რამაზ ნიკოლაიშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
ზაზა გოროზია - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
ანდრია ურუშაძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
ნოდარ ხარშილაძე - საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
ნატა ავალიანი - სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი
დავით გიორგაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე
მიხეილ დოლიძე -საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ვახტანგ ლეჟავა - საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი, პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი
გიორგი ლორთქიფანიძე - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
გოჩა მამაცაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
პაპუნა პეტრიაშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე
ნოდარ სურგულაძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
ანა ჟვანია-არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის დირექტორი
ელენე ხოშტარია - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე.".

2. პირველი პუნქტის „გ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საბჭოს თავმჯდომარეობა ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს გიორგი ბოკერიას.".
3. პირველი პუნქტის „ა" ქვეპუნქტით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის „ბ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საჭიროების შემთხვევაში ბიოლოგიური უსაფრთხოების ლაბორატორიების ქსელის მიერ განსახორციელებელი საქმიანობის სამოქმედო გეგმის შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა;".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური