საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1

შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების ნებართვის მიცემის შესახებ

2011 წელს დაგეგმილი სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისი სატენდერო პროცედურებით გათვალისწინებული შედეგების დადგომამდე შემსყიდველ ორგანიზაციებს მიეცეთ ნებართვა, რომ 2011 წლის იანვრის თვის განმავლობაში მათი გამართული და უწყვეტი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველსაყოფად, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით `სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის დ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური