საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №3

საქართველოსა და ნატოს მომარაგებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ორგანიზაციას (NAMSO) შორის ომის ფეთქებად ნარჩენებთან დაკავშირებული საქმიანობის მხარდაჭერის შესახებ 2010 წლის 12 თებერვალს ხელმოწერილ საიმპლემენტაციო შეთანხმების მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული საკითხების საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნების შესახებ

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოსა და ნატო-ს მომარაგებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ორგანიზაციას (NAMSO) შორის ომის ფეთქებად ნარჩენებთან დაკავშირებული საქმიანობის მხარდაჭერის შესახებ 2010 წლის 12 თებერვალს ხელმოწერილ საიმპლემენტაციო შეთანხმების მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული საკითხების შესაბამისი სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნების მიზნით `საქართველოსა და ნატო-ს მომარაგებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ორგანიზაციას (NAMSO) შორის ომის ფეთქებად ნარჩენებთან დაკავშირებული საქმიანობის მხარდაჭერის შესახებ 2010 წლის 12 თებერვალს ხელმოწერილ საიმპლემენტაციო შეთანხმების მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული საკითხები განისაზღვროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამგებლობის სფეროდ.

 

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური