საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №28

ერთიანი სამთავრობო ქსელით მომსახურების შესყიდვის ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 ივლისის №408 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ერთიანი სამთავრობო ქსელით მომსახურების შესყიდვის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 ივლისის N408 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 3 ნოემბრის №511 გან-კარგულებით დამტკიცებული საქართველოს ზოგიერთ სამთავრობო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებათა `ერთიანი სამთავრობო ქსელის შექმნასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა კოორდინაციის მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიერ გამოვლენილ შპს მაგთიკომთან N1 დანართით გათვალისწინებულმა უწყებებმა საქართველოს მთავრობასა და შპს მაგთიკომს შორის ერთიანი სამთავრობო ქსელის პროექტის განხორციელების თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის დ ქვეპუნქტის საფუძველზე, უზრუნველყონ ერთიანი სამთავრობო ქსელით მომსახურების არა უმეტეს 5-წლიანი შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური