საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №29

ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის დაფინანსების ხელშეკრულების ხელმოწერის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების განხილვის შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის `სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსების ხელშეკრულების ხელმოწერის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელ დაფინანსების ხელშეკრულებაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ვიცე-პრემიერის გ. ბარამიძისათვის ხელმოწერის უფლებამოსილების მისანიჭებლად აუცილებელი პროცედურების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური