საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №78

შპს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორისათვის უძრავი ქონების სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს N659 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ შპს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით გადასცეს ქ. თბილისში, დაბა წყნეთში, დ. გურამიშვილის ქ. N39-ში მდებარე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.20.01.122.022.01.500) შენობის მესამე და სხვენის სართულების მთლიანი ფართობი (730,88 კვ.მ) და მათზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი 3 წლის ვადით, ქირით _ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი წელიწადში.

2. მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისში, დაბა წყნეთში, დ. გურამიშვილის ქ. N39-ში მდებარე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.20.01.122.022.01.500) შენობის მესამე და სხვენის სართულების მთლიანი ფართობის (730,88 კვ.მ) და მათზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად შპს სახელმწიფო მომსახურების ბიუროს კაპიტალში შეტანაზე.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები შპს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორთან სასყიდლიანი უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.

4. ამ განკარგულების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს განკარგულების მე-3 პუნქტის საფუძველზე გასაფორმებელი სასყიდლიანი უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური