საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №80

გრიპის პრევენციის, მზადყოფნის, რეაგირებისა და შედეგების შემცირების მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული სამკურნალწამლო საშუალებებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების გადაცემის შესახებ

1. გრიპის პრევენციის, მზადყოფნის, რეაგირებისა და შედეგების შემცირების მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული სამკურნალწამლო საშუალებები და სამედიცინო დანიშნულების საგნები (ტამიფლუ, რელენზა, ცეფაზოლინი, ცეფტრიაქსონი, სახის (ქირურგიული) ნიღაბი და არასტერილური ხელთათმანი) გადაეცეს რიგ სახელმწიფო უწყებებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს თანდართული დანართის შესაბამისად.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს დანართით გათვალისწინებულ დაწესებულებებზე შესაბამისი მატერიალური ფასეულობის გადაცემა.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური