საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №95

თ. ჭელიძის საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 156-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრების პ. კუბლაშვილის, გ. მელაძის, ზ. კუკავასა და ჩ. თაქთაქიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტებზე: ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ ჭელიძე.


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური