საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №114

ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №885 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგ¬მის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №885 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები

1. პირველი პუნქტის ბ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნას სამთავრობო კომისია თანდართული შემადგენლობით (დანართი N 2);

2. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა გამოყონ წარმომადგენლები სამთავრობო დაწესებულებების ხელმძღვანელთა მოადგილეების დონეზე განკარგულების პირველი პუნქტის ბ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამთავრობო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად.

3. პირველი პუნქტის ბ ქვეპუნქტით დამტკიცებული N2 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
სამთავრობო კომისიის შემადგენლობა.


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური