საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №258

საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ

„საპარლამენტო მდივნის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ" ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს გ. ხუროშვილს მიეცეს თანხმობა, რომ საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვოს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი შემდეგი კანონპროექტები:
ა) „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 25.11.10, N1/300);
ბ) „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე და საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 25.11.10, N1/304);
გ) `საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 09.07.09, N1/189).


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური