საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №259

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს - სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდს უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 3 წლის ვადით გადასცეს ქ. თბილისში, ათონელის ქ.N25-ში N1 შენობა-ნაგებობის მეორე სართულზე არსებული 678,3 კვ.მ ფართობიდან 324,15 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N01.18.03.005.001).

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთან - სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდთან უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური