საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №269

ბავშვთა მკურნალობის აქციისა და ჰუმანიტარული ტვირთის მიღების ხელშეწყობის შესახებ

გერმანიის ბავშვთა საერთაშორისო ორგანიზაცია ფრიდენსდორფ ინტერნაციონალის მიერ ბავშვთა მკურნალობის აქციისა და კავშირ ჯანმრთელი ბავშვების სახელზე გამოგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთის მიღების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავის მომსახურების ხარჯების (საჰაერო ხომალდის სტარტი და დაშვება, აერონავიგაცია, საჰაერო უსაფრთხოება, სატერმინალოსატვირთო მომსახურება) ანაზღაურება საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით სამინისტროს ცენტრალური აპარატისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში (ორგანიზაციული კოდი _ 35 01), 2011 წლის განმავლობაში, სულ _ 3 აქცია.


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური