საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №272

სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 მაისის N367 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის გან¬ვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 მაისის N367 განკარგულებაში შე¬ტა¬ნილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ამოღებულ იქნეს პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები.

2. დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის დამფუძნებლად განისაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიენიჭოს უფლებამოსილება, რომ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სახელმწიფოს სახელით ხელი მოაწეროს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განსახორციელებელი ცვლილებების რეგისტრაციისათვის საჭირო ყველა დოკუმენტს.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური