საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №499

შპს `საგზაო ტექნიკის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე, ხაშური-ახალციხე-ვალე-თურქეთის საზღვრის საავტომობილო გზის კმ 91 - კმ 96 (0,34) მონაკვეთის საფუძვლის მოწყობისა და მიწის სამუშაოების დაგეგმილ ვადებში დასრულების მიზნით შპს საგზაო ტექნიკა გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან სამი თვის ვადით და ახალციხის მუნიციპალიტეტში, მდ. ფოცხოვისწყალზე განახორციელოს 25 500 მ3 ინერტული მასალის მოპოვება შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:

#

x

y

1

320815

4610091

2

320781

4609997

3

320726

4609913

4

320714

4609869

5

320720

4609808

6

320784

4609809

7

320812

4609873

8

320828

4609986

S=1.70 ha

WGS 1984.

2. შპს საგზაო ტექნიკამ უზრუნველყოს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით განსაზღვრული პირობების შესრულება.

3. ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაცია, რომ შპს საგზაო ტექნიკა უზრუნველყოფს 4 435 (ოთხი ათას ოთხას ოცდათხუთმეტი) ლარის გადახდას.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური