საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №555

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიეცეს თანხმობა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისათვის ქალაქ თბილისში, მაჩაბლის ქ. N11-ში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 1 622 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთისა (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N01.15.05.077.013) და მასზე განთავსებული N1 შენობანაგებობის, საერთო ფართობით _ 3210.59 კვ.მ (I სართული _ 654.28 კვ.მ, II სართული _ 876.46 კვ.მ, III სართული _ 866.30 კვ.მ, IV სართული _ 813.55 კვ.მ) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე, შემდეგი პირობებით:
ა) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გაცემის ვადა განისაზღვროს 49 (ორმოცდაცხრა) წლით;
ბ) 2012 წლის 31 დეკემბრამდე ამ პუნქტში მითითებული ქონების სარემონტო/აღდგენითი სამუშაოების ჩატარება და შესაბამისი თანამედროვე ინვენტარით აღჭურვა;
გ) ამ პუნქტის ,,ბ'' ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრუ-ლების მიზნით არანაკლებ 1 200 000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;
დ) საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2015 წლის 31 ოქტომბრამდე ამ განკარგულებაში მითითებული ფართობით უზრუნველყოს ,,თბილისი 2015 ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მოსამზადებელი საორგანიზაციო კომიტეტი.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური