საქართველოს მთავრობის განკარგულება №656

„საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტის და მისი თანმდევი „სახელმწიფო ვალის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტის მოწონების შესახებ

1. მოწონებულ იქნეს „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი და მისი თანმდევი „სახელმწიფო ვალის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი.

2. „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი და მისი თანმდევი „სახელმწიფო ვალის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი დადგენილი წესით წარედგინოს საქართველოს პარლამენტს.

 


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური