საქართველოს მთავრობა – 2011 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ბრიფინგი გამართა ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ბრიფინგი გამართა2011 წლის 6 იანვარს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა ბრიფინგი გამართა. გთავაზობთ ნიკოლოზ მჭედლიშვილის სიტყვას:

„გუშინ, 5 იანვარს, „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" ბორდის სხდომა გაიმართა. ბორდის თავმჯდომარეა აშშ-ს სახელწმიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, ბორდის წევრებს შორის არის ამერიკის ფინანსთა მინისტრი ტიმ გაიტნერი.

მოგეხსენებათ, რომ რამოდენიმე წლის წინ საქართველო იყო იმ თექვსმეტ ქვეყანას შორის, რომლებმაც ამერიკის შეერთებული შტატებისაგან ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში მიიღეს ფინანსური დახმარება. მაშინ საქართველომ დაახლოებით 400 მილიონი დოლარი მიიღო.

ამჯერად ბორდის სხდომაზე გადაწყდა, რომ ფინანსურ დახმარებას მეორე კომპაქტის ფარგლებში მიიღებენ ორი ქვეყანა - საქართველო და განა. გამოყოფილი თანხის ოდენობა მოგვიანებით დაზუსტდება.

სავარაუდოდ, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი თანხა მოხმარდება ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას ბათუმში და ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.

მე მინდა მადლობა მოვუხადო პრემიერ-მინისტრის სახელით ამერიკის მთავრობასა და ხალხს გაწეული დახმარებისათვის.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური