საქართველოს მთავრობა – 2011 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრი კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ–მინისტრი კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა2011 წლის 26 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა გასული წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„გვქონდა ტრადიცია - შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებთან, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. ეს ტრადიცია მინდა განვაახლოთ, გავაგრძელოთ. სამ თვეში ერთხელ ვხვდებოდით და მინდა ასეთი შეხვედრები გავაგრძელოთ.

ორიოდე სიტყვით იმ მდგომარეობის შესახებ გეტყვით, რაც დღეს ეკონომიკაში გვაქვს, თუ როგორი იყო გასული წელი, ამ წელს რას ველოდებით. თქვენი მხრიდან კომენტარების მოსმენა მინდა რა ხდება, რა მდგომარეობა გაქვთ, რა პრობლემები გაქვთ. ჩვენი შეხვედრები ახალ კოდექსთან დაკავშირებით მინდა უფრო ინტენსიურად გაიმართოს,"- განაცხადა ნიკა გილაურბა ბიზნესმენებთან შეხვედრის დაწყებმდე.

აგრეთვე შეხვედრის ერთერთ მთავარი საკითხი იყო ბიზნეს ომბუდსმენის კანდიდატურების განხილვა. შერჩეულ კანდიდატს პრემიერ-მინისტრი უახლოეს დღეებში წარადგენს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური