საქართველოს მთავრობა – 2011 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ–მინისტრი სოციალურად დაუცველ ოჯახს ეწვია ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ–მინისტრი სოციალურად დაუცველ ოჯახს ეწვია2011 წლის 10 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ქეთევან წამებულის 70-ში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახს ეწვია.

ნიკა გილაურმა პენსიონერებს ინგა ლორიას და ბორის ბერზეცს 20 ლარიან ენერგოვაუჩერთან და პირველადი მოხმარების პროდუქტებთან ერთად, პრემიერ-მინისტრის კუთვნილი ვაუჩერიც გადასცა .

„ბოლო თვეების განმავლობაში მთელს მსოფლიოში პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, ძრითადად საკვებ პროდუქტებზე ფასები გაიზარდა და იზრდება. საქართველო გამონაკლისი არ არის. საქართველოში ეს ინფლაციური ფონი იგრძნობა. განსაკუთრებულად ამას ნაკლები შემოსავლების მქონე ოჯახები გრძნობენ.

რამოდენიმე კვირის წინ გადავწყვიტეთ გარკვეული დახმარების აქციის ჩატარება. ეს არ არის ანტიინფლაციური პროცესი, გვინდა მაქსიმალურად გავაკეთოთ ყველაფერი, რათა შევუმსუბუქოთ მოსახლეობას ფასების ზრდასთან დაკავშირებული პრობლემები.

ეს არის აქცია, რომლის მიხედვით 20 ლარიან ელექტროენერგიის ვაუჩერს ყველა აბონენტს დავურიგებთ. ვისაც უნდა, აქვს საშუალება თავისი ვაუჩერი მისცეს ნათესავს, მეგობარს, ახლობელს, იმ ადამიანს, ვისაც უფრო უჭირს.

დღეს მივიღე ჩემი ვაუჩერი და გადავეცი ამ ოჯახს, რომელსაც შედარებით უფრო უჭირს და ისინი ამ ვაუჩერს უფრო კარგად გამოიყენებენ," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სოციალურად დაუცველ ოჯახის მონახულების შემდეგ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური