საქართველოს მთავრობა – 2011 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრმა საქართველოს პირველი მთავრობისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გახსნა ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ–მინისტრმა საქართველოს პირველი მთავრობისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გახსნაპრემიერ-მინისტრმა საქართველოს პირველი მთავრობისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გახსნაპრემიერ–მინისტრმა საქართველოს პირველი მთავრობისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გახსნა

2011 წლის 25 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ყოფილ „მოსწავლე ახალგაზრდობის შენობაში" საქართველოს პირველი მთავრობის წევრების შთამომავლებს შეხვდა. როგორც ნიკა გილაურმა შეხვედრაზე აღნიშნა შენობაში, რომელსაც დღეიდან „საქართველოს პირველი რესპუბლიკის სასახლე" ერქმევა, „გამოცხადდა პირველი თანამდეროვე საქართველოს დამოუკიდებლობა. ამ შენობაში იჯდა პარლამენტი და 1918-21 წლების განმავლობაში ამ შენობაში იღებოდა მთავარი გადაწყვეტილებები ქვეყნის მართვის შესახებ."

„საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის თარიღს წელს პირველად ოფიციალურად აღვნიშნავთ. საქართველოს ისტორიაში 25 თებერვალი ერთერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. ამ დღეს მოხდა საბჭოთა რუსეთის შემოჭრა საქართველში, თბილისის დაპყრობა, აღება.

შეიძლება ბევრი რამ არ ვიცოდეთ იმ პერიოდის შესახებ, მაგრამ მაშინ საქართველო შემდგარი სახელმწიფო იყო, საქართველო დემოკრატიული სახელმწიფო იყო. მაშინ საქართველო ძალიან ბევრი ქვეყნის მიერ იყო აღიარებული, მათ შორის რუსეთის მიერ. მიუხედავად ამისა, 1921 წელს საქართველოს ანექსია მოხდა.

ამ შენობაში იჯდა თანამედროვე სახელმწიფოს, თანამედროვე სქართველოს პირველი პარლამენტი. ამ შენობაში მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება და გამოცხადება. დღევანდელ დღეს გადავწყვიტეთ მემორიალური პრემიერ–მინისტრმა საქართველოს პირველი მთავრობისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გახსნადაფა გაგვეხსნა და შეგვეცვალა ამ შენობისთვის სახელი. დღეიდან ამ შენობას „საქართველოს პირველი რესპუბლიკის სასახლე" ჰქვია.

დღეს ჩვენთან ერთად არიან იმ მთავრობის შთამომავლები: შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები. მათთან ერთად გვინდოდა დღევანდელ დღეს მემორიალური დაფის გახსნა," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური