საქართველოს მთავრობა – 2011 წლის სიახლეები

პრესრელიზი ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსი ნიკო მჭედლიშვილისაერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პროგნოზი „სტაბილური" „პოზოტიურით" შეუცვალა, რაც ჩვენი აზრით მსოფლიოში მიმიდნარე საკმაოდ რთული ეკონომიკური პროცესების ფონზე არის მნიშვნელოვანი წარმატება.

ამჟამად საქართელოს Fitch-ის მიერ აქვს მინიჭებული რეიტინგი B+. პროგნოზის ცვლილება ნიშნავს იმას, რომ თუკი ის დადებითი ტენდენციები, რომლებიც ქართულ ეკონომიკაში შეინიშნება, მომავალშიც გაგრძელდა, სარეიტინგო სააგენტო Fitch საქართველოს სუვერენულ რეიტინგს მომავალში გაუზრდის.

„პოზიტიური პროგნოზი ასახავს საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღებას, ქვეყნის საბიუჯეტო და მიმდინარე ანგარიშების დეფიციტის კლებას, სიჯანსაღეს ფინანსური სექტორისა და პოლიტიკური რისკების შემცირებას," ნათქვამია სააგენტოს პრესრელიზში.

Fitch-ის პროგნოზით საქართველოში 2011 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ უნდა შეადგინოს ხუთი პროცენტი, ხოლო 2012 წელს ექვსი პროცენტი. სააგენტო ასევე მიესალმება ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების ტენდენციას. სააგენტოს პრესრელიზში ნათქვამია, რომ 2010 წელს საბიუჯეტო დეფიციტი 6.6 პროცენტამდე შემცირდა 2009 წელს არსებული 9.2 პროცენტიდან. 2011 წელს მთავრობა გეგმავს ბიუჯეტის დეფიციტის 3.9 პროცენტამდე შემცირებას, ხოლო დეფიციტმა 2012 წელს 3.1 პროცენტი უნდა შეადგინოს.

გარდა ამისა, სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველოს მიმიდნარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდა, რაც გამოწვეულია ტურისტთა გაზრდილი რაოდენობით საქართველოში, ელექტროენერგიის ექსპორტით და სხვა ფაქტორებით. ქართული საბანკო სექტორი არის უფრო ძლიერი, დეპოზიტები იზრდება, ასევე იზრდება ბანკების მოგება, გაუმჯობესდა მათი აქტივების ხარისხი.

„პოლიტიკური რისკები შემცირდა საქართველოში უკანასკნელი 18 თვის მანძილზე, თუმცა Fitch-ის აზრით ეს რისკები მაინც შედარებით მაღალია. რუსეთთან ურთიერთობები რთულია, მაგრამ სააგენტო არ ელის პროგნოზირებად მომავალში საომარი მოქმედებების განახლებას. შიდა პოლიტიკური რეისკებიც შემცირებულია, იმის გამო რომ მმართველ ნაციონალურ მოძრაობას აქვს დომიმანტი პოზიცია და ოპოზიციური პარტიები მონაწილეობენ ელექტორალურ პროცესში," თვლის სააგენტო.

Fitch ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში ადამიანური განვითარების ფაქტორი არის ძალიან მაღალი, არის შექმნილი ხელსაყრელი ბიზნეს-გარემო, დაბალია კორუფცია, ძლიერია მთავრობის ადმინისტრირება და ქვეყანას აქვს ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური