საქართველოს მთავრობა – 2011 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრი პარლამენტში იმყოფებოდა ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ–მინისტრი პარლამენტში იმყოფებოდა2011 წლის 15 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ „პოლიტიკური დებატები ძალიან მნიშვნელოვანია. უმცირესობის და უმრავლესობის წარმომადგენლებთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან გვქონდა შეხვედრა. შევთანხმდით გრაფიკზე. დებატები 22 მარტს დაიწყება, პირველი იქნება ჩემი გამოსვლა და ამას მოყვება ეკონომიკური ბლოკის მინისტრების გამოსვლები. გაგრძელდება რამოდენიმე დღე და 25 მარტს იქნება შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც ყველა კითხვას შევეცდებით გავცეთ პასუხი. დარწმუნებული ვარ ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი კითხვა დაგროვდა. აგრეთვე პარლამენტარებს მინისტრებთან დამოუკიდებელი შეხვედრები ექნებათ. მათ შეეძლებათ მინისტრებს  კონკრეტული კითხვები დაუსვან. 25 მარტს შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება, სადაც ჩემი გამოსვლა, კითხვა-პასუხი და დებატები იქნება." პრემიერ–მინისტრი პარლამენტში იმყოფებოდა

„მინისტრთა კაბინეტი მზად არის ამ შეხვედრებისთვის, რადგანაც ძალიან კონკრეტული გეგმა გვაქვს, ძალიან კონკრეტული გადაწყვეტილებები გვაქვს მიღებული. აბსოლუტურად ყველა იმ პრობლემაზე და იმ საკითხზე, რომელიც დღეს აინტერესებს საზოგადოებას და პარლამენტს, გვაქვს ძალიან კონკრეტული პასუხები, „ - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური