საქართველოს მთავრობა – 2011 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისრმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური ლაბორატორია გახსნა. ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ–მინისრმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური ლაბორატორია გახსნა.პრემიერ-მინისრმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური ლაბორატორია გახსნა.პრემიერ–მინისრმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური ლაბორატორია გახსნა.

2011 წლის 18 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისრმა ნიკა გილაურმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური ლაბორატორია გახსნა.

საქართველოს მთავრობის და ამერიკის შეერთებული შტატები მთავრობის თანამშრომლობის შედეგად, თბილისში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია გაიხსნა. თანამედროვე დონეზე აღწურვილი ლაბორატორიის მიზანია საქართველოში ადამიანისა და ცხოველთა ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის ცენტრალუზებული სისტემის უზრუნველყოფა. საქართველო-ამერიკის ერთობლივი პროექტი 2006 წელს დაიწყო. ლაბორატორიის გახსნის ცერემონიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაიხსენა პროექტის დაწყების პერიოდი.

პრემიერ–მინისრმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური ლაბორატორია გახსნა.„ძალიან კარგად მახსოვს 6 წლის წინ, როგორ დაიწყო ეს პროექტი. აქ იყვნენ ჩამოსული ბატონი ვებერი, სენატორი ლურაგი. ბევრს არ სჯეროდა, რომ ეს პროექტი ბოლომდე მივიოდოდა. გავიდპრემიერ–მინისრმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური ლაბორატორია გახსნა.ა 6 წელი, მას შემდეგ ინვესტიციის სახით დაიხარჯა 100 მლნ დოლარი, ძალიან ბევრი კამათი იყო არა მარტო აქ, არამედ მთავრობის სხდომებზეც. ბოლოს მივიღეთ არაჩვეულებრივი ლაბორატორია, რომელიც რეგიონალური ცენტრია. ეს არ არის მხოლოდ ინვესტიცია, ეს არის სტრატეგიული პარტნიორობის ნამდვილი გამოვლინება. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ რეგიონში ასეთი სტრატეგიული ლაბორატორიის მშენებლობისთვის საქართველო აირჩეს. მინდა შეგახსენოთ, რომ ასეთი ტიპის ლაბორატორია ბევრი არ არის, მსოფლიოში 4-5-ია. ეს არის მე-5 ან მე-6 ლაბორატორია, რომელიც ამერიკის დაფინანსებითაა გაკეთებული. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროექტზე იმუშავა ამ წლების განმავლობაში. ამერიკელ ხალხს, ამერიკის მთავრობას, ჯონ ბასს პირადად მადლობა მინდა გადავუხადო და დიდი პრემიერ–მინისრმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური ლაბორატორია გახსნა.მადობა მინდა გადავუხადო სენატორ ლუგარს. ბევრი ადამიანის მუშაობის შედეგია, რომ დღეს საქართველოს მეცნიერებს ასეთი საჩუქარი გავუკეთეთ. ეს არის არაჩვეულებრივი ადგილი, სადაც 100-მდე მეცნიერს კვლევების ჩატარება შეუძლია. შეიძლება გყავდეს არაჩვეულებრივი მეცნიერბი, გენიოსები, მაგრამ თუ არ არის დანერგილი ის ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც დღეს მსოფლიოში არსებობს, შეუძლებელია მეცნიერება განვითარდეს და წინ წავიდეს. საქართველოს მეცნიერებს ეძლევათ საშუალება რეგიონში გახდნენ პირველები, პირველები გახდნენ მსოფლიოში, მოიგონ ნებისმიერი დაფინანსება, გრანტი ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციიდან. საქართველოს და ამერიკის მეცნიერებს აქვთ შესაძლებლობა ითანამშრომლონ და ერთად წავიდნენ წინ ამ ძალიან რთულ მეცნიერებაში, რთულ დარგში. კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა. "

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური