საქართველოს მთავრობა – 2011 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა წეროვანში საპნის ქარხანა დაათვალიერა ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა წეროვანში საპნის ქარხანა დაათვალიერა2011 წლის 21 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა წეროვანში საპნის ქარხანა დაათვალიერა.საქართველოს პრემიერ–მინისტრმა წეროვანში საპნის ქარხანა დაათვალიერა

კომპანია "ბერტა" საყოფაცხოვრებო მოხმარებისა და ჰიგიენური საშუალებების პროდუქტების პირველი და უდიდესი მწარმოებელია ამიერკავკასიის რეგიონში.

„დღეს, უახლოესი ტექნოლოგიების მქონე „ევროპული" საწარმო დავათვალიერეთ. როდესაც ეკონომიკის ზრდაზე, ინვესტიციებზე ვლაპარაკობთ - ამას ვგულისხმობთ. რატომ არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება და ეკონომიკის ზრდა?! ამ საწარმომ დაგვანახა, რომ ინვესტიციები ქმნის სამუშაო ადგილებს. დღეს აქ უკვე 250-ი ადამიანი მუშაობს. მათი უმრავლესობა აქამდე უმუშვეარი იყო. როდესაც თავისი წარმოების პიკს მიაღწევს, ეს საწარმო დაასაქმებს 500-მდე ადამიანს. ამდენივე სადისტრიბუციო კომპანიებში არის დასაქმებული და ამ (საწარმოს) პროდუქციის დისტრიბუციას ახორციელებენ მთელს საქართველოში. საწარმო, არა მარტო საქართველოში გაყიდის პროდუქციას, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ექსპორტიორი იქნება აზერბაიჯანში და სხვა ქვეყნებში. ესპანეთთან და დუბაისთან აქვთ მოლაპარაკებები. მომავალში ჩვენი იმპორტ-ექსპორტის დამაბალსაქართველოს პრემიერ–მინისტრმა წეროვანში საპნის ქარხანა დაათვალიერაანსებელი შეიძლება იყოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა ყველას, ვინც ამ საწარმოში მუშაობს და ძალიან დიდი შრომა ჩააქსოვა ამ საწარმოს გამართვაში, დღევანდელი დღე მივულოცო და მადლობა გადავუხადო.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ვხედავდით, რომ საწარმო შენდებოდა, ამუშავდა ძალიან საქართველოს პრემიერ–მინისტრმა წეროვანში საპნის ქარხანა დაათვალიერაწარმატებულად. ახლა 35 სახის პროდუქციას აწარმოებენ.დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი მომხმარებელი შეიყვარებს ამ პროდუქციას. ეს არის ყოვლდღიური მოხმარების საგნები: საპონი, შამპუნი, სარეცხი საშუალებები. მათ დაეწერება „დამზადებულია საქართველოში". ასეთი ტიპის პროდუქცია, რომელიც საქართვეკლოში მზადდებოდა აქამდე არ იყო. გვყავს ბევრი იმპორტიორი, რომლებიც ასეთი ტიპის საქართველოს პრემიერ–მინისტრმა წეროვანში საპნის ქარხანა დაათვალიერაპროდუქციის იმპორტს ახორციელებენ: თურქეთიდან, ჩინეთიდან, უკრაინიდან. აქ არის კონკურენცია და დარწმუნებული ვარ, ქართული საწარმოს მიერ გამოშვებული პროდუქცია ამ კონკურენციაში გაიმარჯვებს. საქართველოს მოსახლეობას ძალიან დიდი ლოიალურობა აქვს საქართველოში დამზადებული პროდუქციის მიმართ. დარწმუნებული ვარ, ეს პროდუქცია ამ ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვან წილს დაიკავებს.

მინდა ვუსურვო კიდევ უფრო მეტ უცხოურ ბაზარზე ექსპორტის განხორციელება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქცვეყნისთვის და კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმება. დღეს დასაქმებულია 250-ი ადამიანი, აქედან 110-ი არის ლტოლვილი, აქვე მცხოვრები ლტოლვილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური პრობლემისათვის," - განაცხადა ნიკა გილაურმა ქარხნის დათვალიერების შემდეგ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური