საქართველოს მთავრობა – 2011 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა ბრიფინგი გამართა ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა ბრიფინგი გამართა2011 წლის 23 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა ბრიფინგი გამართა.

წარმოგიდგენთ ნიკოლოზ მჭედლიშვილის სიტყვას:

„მოგეხსენებათ, რომ 2010 წლის ოქტომბერში მალაიზიაში ნარკოტიკების უკანონო გადატანის ბრალდებით დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე ბაბუცა გორდაძე და დარეჯან კოხტაშვილი. ისინი ამჟამად ელოდებიან სასამართლოს განაჩენს ამ ქვეყანაში.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაატარა გამოძიება და დადგინდა, რომ ამ ქალბატონებმა არ იცოდნენ, რომ გადაჰქონდათ ნარკოტიკები და მათ ამ საქმეში კრიმინალური ქსელის წარმომადგენლები იყენებდნენ. ასევე აღმოჩნდა, რომ ბაბუცა გორდაძის მეუღლე ელდარ დავითიანი ორგანიზებას უწევდა ნარკოტიკების არალეგალურ შეტანას მალაიზიაში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

საქართველოს მთავრობა არ იშურებს ძალისხმევას, რომ ამ ქალბატონებს ააცილოს მძიმე სასჯელი, რომელიც მათ ელით მალაიზიაში და ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ნიკა გიალურმა უკვე მოაწერა წერილს ხელი, რომელიც უახლოეს საათებში გაიგზავნება მალაიზიის პრემიერ-მინისიტრთან, სადაც ის თავის კოლეგას სთხოვს ამ ქალბატონების გათავისუფლაბას.

„თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ მხედველობაში თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილება და ასევე ამ საქმის ჰუმანიტარული ასპექტი და გაათავისუფლოთ ბაბუცა გორდაძე და დარეჯან კოხტაშვილი პატიმრობიდან. მე მწამს , რომ ეს იქნება კანონისა და მორალის თვალსაზრისით ყველაზე მართებული გადაწყვეტილება" წერს ნიკა გილაური წერილში თავის მალაიზიელ კოლეგას."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური