საქართველოს მთავრობა – 2011 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრი MCC პროგრამის დახურვას დაესწრო ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ–მინისტრი MCC პროგრამის დახურვას დაესწრო2011 წლის 30 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სასტუმრო „თბილისი მარიოტში" საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობებს შორის გაფორმებული პირველი 5 წლიანი პროგრამის („კომპაქტის") დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ცერემონიის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ „5 წლის წინ ბევრს არ სჯეროდა, რომ ეს პროექტი განხორციელდებოდა. 5 წლის წინ, ძალიან ბევრი კამათი გვქონდა თუ როგორ განხორციელდებოდა, რომელ პროექტებს წარვადგენდით ამერიკის მთავრობის წინაშე, რომ მილენიუმის კორპორაციას ისინი დაეფინანსებინა."

„წარვადგინეთ ძალიან რთული პროექტები: სამცხე-ჯავახეთის გზა, გაზის მაგისტრალის რეაბილიტაცია, სოფლის მეურეობის განვითარების პროექტები და სხვა პროექტები, რომლებიც კერძო სექტორს დაეხმარა. პრემიერ–მინისტრი MCC პროგრამის დახურვას დაესწრო

დასაწყისში გამოყოფილი იყო 295 მლნ დოლარი. რუსეთის აგრესიის შემდეგ ამას დაემატა 100 მლნ დოლარი და ჯამში საქართველოსთვის 395 მლნ დოლარი იქნა გამოყოფილი. საქართველომ ეს თანხები აითვისა და ყველა ის პროექტი განახორციელა, რომელზეც მოხდა შეთანხმება საქართველოსა და ამერიკას შორის, რომელიც დააფინანსა ამერიკის მილენიუმის კორპორაციამ.

მილენიუმისთვის საქართველო არის ერთერთი გამონაკლისი ქვეყანა, რომელმაც პირველმა დაასრულა ყველა პროექტი. ეს იყო ურთულესი სამუშაო, მაგრამ ამ სამუშაოს ძალიან კარგად გაართვა თავი როგორც მილენიუმის კორპორაციამ, ასევე საქართველოს მილენიუმის განყოფილებამ.

პრემიერ–მინისტრი MCC პროგრამის დახურვას დაესწრომადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მუშაობდა ამ პროექტებზე. ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ჩვენი მთავრობის მთავარი მიზანი სამუშაო ადგილების შექმნაა .
რაც შეეხება მომავალს, გვაქვს გარანტია, რომ მილენიუმის კორპორაცია საქართველოსთვის მეორე ნაწილს გამოყოფს. ახლა ვმუშაობთ მილენიუმის კორპორაციასთან და უახლოესი 3-4 თვის განმავლობაში გვეცოდინება ზუსტი პროექტების დაფინანსება. ჩვენს მიერ წარდგენილი პროექტებია: ამერიკული უნივერსიტეტი და გოდერძის გზა (სამცხე-ჯავახეთის გამაგრძელებელი გზა ბათუმამდე)," - აღნიშნა ნიკა გილაურმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური