საქართველოს მთავრობა – 2011 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ–მინისტრი სასტუმრო ''ქორთიარდ მარიოტში'' საქართველოში პირადობის ელექტრონული მოწმობის შემოღებასთან დაკავშირებულ პრეზენტაციას დაესწრო ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ–მინისტრი სასტუმრო 'ქორთიარდ მარიოტში' საქართველოში პირადობის ელექტრონული მოწმობის შემოღებასთან დაკავშირებულ  პრეზენტაციას დაესწრო2011 წლის 4 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საქართველოში პირადობის ელექტრონული მოწმობის შემოღებასთან დაკავშირებულ პრეზენტაციას დაესწრო.

პრეზენტაციის შემდეგ ნიკა გილაურმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოება ბევრ ინოვაციას გაეცნო.

„უამრავი სიახლე შევთავაზეთ საზოგადოებას სხვადასხვა მიმართულებებით. მარტო იუსტიციის სამინისტრო რომ ავიღოთ. საჯარო რეესტრი და სამოქალაქო რეესტრი უკვე საკმარისია, რომ ვთქვათ საით მიდის ქვეყანა და რა არის ჩვენი მიზანი - გავუმარტივოთ მოსახლეობას, კერძო ბიზნესს სახელმწიფოსთან ურთიერთობა. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. ეს უკვე გაკეთდა. სხვადასხვა რეფორმები როგორც საგადასახადო რეფორმა, პოლიციის რეფორმა, ასევე იუსტიციის სამინისტროს რეფორმა ამას აჩვენებს.
ელექტრონული ბარათი რეფორმების გზაზე კიდევ ერთი გადადაგმული ნაბიჯია, რომ უფრო გავუმარტივოთ ჩვენს მოქალაქეებს და კერძო სექტორს ცხოვრება და ურთიერთობა სახელმწიფო უწყებებთან.

რა არის ელექტრონული ბარათი? - ძალიან ბევრი ბარათი გვიდევს ჯიბეებში, საშვი, ბანკის ბარათი, საიდენტიფიკაციო ბარათი. არცერთი აღარ დაგჭირდებათ. გექნებათ ერთი ბარათი, რომელიც ყველა ფუნქციას შეასრულებს. ხშირ შემთხვევაში სახლიდან გასვლაც არ დაგჭირდებათ იმისთვის, რომ საჯარო რეესტრთან, სამოქალაქო რეესტრთან ან საგადასახადო დეპარტამენტთან გქონდეთ ურთიერთობა. შეგეძლებათ ყველაფრის სახლიდან გაკეთება ამ ელექტრონული ბარათის მეშვეობით," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური