საქართველოს მთავრობა – 2011 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა Facebook-ის გვერდზე ონლაინ კონფერენცია ჩაატარა ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა Facebook-ის გვერდზე  ონლაინ კონფერენცია ჩაატარა2011 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა Facebook-ის გვერდზე ონლაინ კონფერენცია ჩაატარა.საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა Facebook-ის გვერდზე  ონლაინ კონფერენცია ჩაატარა

ონლაინ კონფერენციის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მოსახლეობის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოს მთავრობის "ათპუნქტიანი გეგმა" გააცნო.

ონლაინ კონფერენციის ჩანაწერის ნახვა შესაძლებელია ნიკა გილაურის Facebook-ის გვერდზე: https://www.facebook.com/NikaGilauri და მთავრობის ვებ-გვერდის ვიდეო გალერეაში.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა Facebook-ის გვერდზე  ონლაინ კონფერენცია ჩაატარა"მთავარი მიზანი არის დასაქმება, მთავარი მიზანი არის სამუშაო ადგილების შექმნა და ამ ათპუნქტიან გეგმაში ძალიან კონკრეტულად არის გაწერილი შემდეგი 5 წლის განმავლობაში ქვეყანამ, ხელისუფლებამ რა ნაბიჯები უნდა გადადგას იმისათვის, რომ უმუშევრობა შეამციროს, იმისათვის, რომ უფრო მეტი ინვესტიციები მოიზიდოს და საინვესტიციო გარემო უკეთესი იყოს და, შესაბამისად, უფრო მეტი სამუშაო ადგილები შეიქმნას.
ეს, სინამდვილეში, არის ცოცხალი დოკუმენტი, რომელიც 6 თვეში ერთხელ განახლდება. ამიტომ, აბსოლუტურად ყველას ჩართულობა ამაში არის ძალიან მნიშვნელოვანი," - აღნიშნა ნიკა გილაურმა ვიდეო კონფერენციის მსვლელობისას.

  პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური