საქართველოს მთავრობა – 2011 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური მესტიაში იმყოფებოდა ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური მესტიაში იმყოფებოდა2011 წლის 2 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური მესტიაში იმყოფებოდა. პრემიერ-მინისტრმა ენერგეტიკის მინისტრთან ერთად, მაღალი ძაბვის მშენებარე ხაზი დაათვალიერა. გაეცნო იმ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური მესტიაში იმყოფებოდაპროექტებს, რომელიც მესტიაში მომავალ წელს უნდა განხორციელდეს. ნიკა გილაური ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა.

"მესტია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის მჭიდრო ურთიერთობის ძალიან კარგი მაგალითია. პირველი ნაბიჯი გადადგა სახელმწიფომ. დავიწყეთ რეაბილიტაციის პროექტი. 32 შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, პიაცას მშენებლობის პროექტი. დღეს, კერძო ინვესტიციებით სამი სასტუმრო შენდება, რომლებშიც 84 ნომერი იქნება, მეოთხე სასტუმრო მის გვერდზე იქნება. კერძო სექტორმაც დაინახა პრიორიტეტი, კერძო სექტორმაც დაინახა, რომ აქ შეიძლება საკმაოდ კარგად ბიზნესის კეთება. კერძო სექტორი ახორციელებს ინვესტიციებს  და აქ მეტი ტურისტი ჩამოვა, მეტი ადამიანი დასაქმდება," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა მესტიის დათვალიერების შემდეგ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური