საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის სხდომები

2011 წლის 20 ივლისის მთავრობის სხდომა

2011 წლის 20 ივლისის მთავრობის სხდომა 2011 წლის 20 ივლისს საქართველოს მთვრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 69 საკითხი იყო შეტანილი. დღის წერიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა სოფლის მეურნეობის მინისტრს ბაკურ კვეზერელს საზოგადოებისთვის და მთავრობის წევრებისთვის ხორბლის და სიმინდის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სთხოვა.

"პირველი რეზულტატები გვაქვს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს წარმატებული პროგრამაა," - აღნიშნა ნიკა გილაურმა.

ბაკურ კვეზერელი: "კახეთის რეგიონში მოსავლის აღება პრაქტიკულად დასრულებულია. განსაკუთრებით კარგი შედეგია ამერიკული ხორბლის ყანებში, საშუალო მოსავლიანობა არის 3 ტონა. წინა წლების განმავლობაში ეს სასურველი და საოცნებო იყო.

ბოლო 10 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგები იყო 1,8 ტონა ჰექტარზე. დღეს გვაქვს 3 ტონა, რაც გაორმაგებული მოსავალია. რაც შეეხება ზოგადად მდგომარეობას, ამ მომენტისთვის აღებულია კახეთის ნათესების 85%-ი, შიდა ქართლში ყანების გაჭრა რამოდენიმე დღეა დაიწყო.

3 დღის წინ დასრულდა სიმინდის ყანების მონიტორინგის პროცესი, ამ მომენტისთვის ყანები დამაკმაყოფილებლად არის შეფასებულა. მოსალოდნელია 6 ტონა - საშუალო მოსავალი, რაც არის გასამმაგება გასული წლების მაჩვენებლებთან შედარებით. ჩვენს მოქალაქეებს თავისი ფართობებიდან გასამმაგებული შემოსავალი ექნებათ.მეზობელ ქვეყნებში ექსპორტზე 100 ათასი ტონის გატანას ვვარაუდობთ.

32 ათასი ტონა სათესლე მასალას, რომელსაც წელს რასაც ავიღებთ საკმარისი იქნება 125 ათასი ჰექტრის დასათესად. ეს ნიშნავს, რომ ხორბლისთვის, მარცვლოვანი კულტურებისთვის გათვალისწინებულ მთელს ფართობებს მოვიცავთ."

ნიკა გილაური: "ეს ჩვენი მიზანი იყო, ორივე წარმატებული პროექტია. რამოდენიმე თვეში სიმინდის მოსავალი გვექნება და საზოგადოებას რეზულტატებს გავაცნობთ. სოფლის მეურნეობის მიმართულებით წელს ძალიან კარგი ნაბიჯები გადავდგით, სოფლის მეურნეობის აყვავების გზაზე მომავალი წელი გარდამტეხი იქნება."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური