საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის სხდომები

2011 წლის 8 ოქტომბრის მთავრობის სხდომა

2011 წლის 8 ოქტომბრის მთავრობის სხდომა 2011 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის სხდომა ჩატარდა. დღის წესრიგში 150 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საფრანგეთის პრეზიდენტის, მიკოლა სარკოზის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

"მოგესალმებით. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა საქართველოსთვის გავუსვა გუშინდელი დღის მნიშვნელობას. საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რომლებიც პრეზიდენტმა სარკოზიმ გუშინდელი დღის გამოსვლისას გააკეთა.

ორს განსაკუთრებით გამოვყოფდი: ერთი არის საქართველო რუსეთის ურთიერთობა. (ნიკოლა სარკოზიმ) ხაზი იმას, რომ რუსეთს არ აქვს შესრულებული ის ვალდებულებები, რაც მან აიღო 2008 წლის აგვისტოში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ თვითონ პრეზიდენტი სარკოზი ამ შეთანხმების ხელმომწერია და რუსეთს ამ ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის აღნიშვნა, რომ საბჭოთა კავშირის აღდგენის რუსეთის მცდელობები ისტორიას ჩაბარდა და ამის გაკეთება უკვე შეუძლებელია. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია რუსეთისადმი, ჩვენი საზოგადოებისადმი და მთელი მსოფლიოს ქვეყნებისადმი.

მეორე, რასაც მინდა ხაზი გავუსვა არის პრეზიდენტ საკროზის გზავნილი საქართველო-ნატო-ს და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებით. აქამდე საფრანგეთის მხარდაჭერის ასეთი პირდაპირი გამოხატვა არ ყოფილა. საფრანგეთის პრეზიდენტისგან ეს არის პირველი ასეთი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს ნატოში და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ძალიან ბევრი მეგობარი გვყავს ნატოში და ევროკავშირში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მეგობრებს შეუერთდა ერთერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო - საფრანგეთი.

ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია არა მარტო პოლიტიკურად, არა მარტო გეოპოლიტიკურად, არამედ ეკონომიკურადაც. ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილური გარემო. მნიშვნელოვანია ის, რომ
საქართველოს ასეთი მხარდაჭერა აქვს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს კიდევ უფრო მეტ ეკონომიკურ აქტივობას, კიდევ უფრო მეტ სამუშაო ადგილებს, კიდევ უფრო მეტ ინვესტიციებს შესძენს ქვეყანას. განსაკუთრებით დღეს, როდესაც მსოფლიო ეკონომიკა საკმაოდ არასტაბილურია, ძალიან ბევრი პრობლემა აქვს როგორც ევროპულ ქვეყნებს, ასევე აზიურ ქვეყნებს. ამ ფონზე ჩვენი ეკონომიკა კარგად ვითარდება, ეკონომიკური აქტივობა გაზრდილია მესამე კვარტალში, პირველსა და მეორე კვარტალთან შედარებით. შეიძლება ვთქვათ, რომ ერთადერთი ქვეყანა ვართ რეგიონში, ან მსოფლიოში, რომელსაც ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი აქვს მესამე კვარტალში, ვიდრე პირველ ნახევარში."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური