საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2011 წლის ვიზიტები

პრემიერ–მინისტრის ვიზიტი ავსტრიაში

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური და ავსტრიის კანცლერი ვერნერ ფაიმანი2011 წლის 8-9 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სამუშო ვიზიტით ავსტრიაში იმყოფებოდა.საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური და ონტენეგროს (ჩერნოგორია) პრემიერ-მინისტრი იგორ ლუკშიჩი

ვიზიტის ფარგლებში ნიკა გილაური ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებისადმი მიძღვნილ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

ფორუმის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მსოფლიო ფორუმზე, რომელიც ეძღვნება კორუფციასთან ბრძოლას, საქართველო მთავარი გამომსვლელი იყო,. აბსოლუტურად ყველამ აღნიშნა, რომ საქართველოს მაგალითი, არის მაგალითი მსოფლიოსთვის. დღესდღეობით, ჩვენი ქვეყანა მთავარი ლიდერია იმ ტრანსფორმაციაში, რასაც ჰქვია კორუფციასთან ბრძოლა. ამის რეკლამირება ხდება არა მარტო ჩვენს მიერ, არამედ Transparensy International-ის, სხვა ორგანიზაციები, თვითონ ტელევიზიების მიერ. დღეს საქართველო იყო ნომერი ერთი მაგალითი კორუფციასთან ბრძოლის".

აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ავსტრიის კანცლერს ვერნერ ფეიმანს (Werner Feimann), ყირგიზეთის პრეზიდენტს როზა ოტომბაევასა და მონტენეგროს (ჩერნოგორია) პრემიერ-მინისტრს იგორ ლუკშიჩს შეხვდა.

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური და ყირგიზეთის პრეზიდენტი როზა ოტომბაევაროზა ოტომბაევასთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ყირგიზეთის დელეგაცია საქართველოს გამოცდილების გასაზიარებლად უახლოეს მომავალში ეწვევა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ავსტრიაში შეხვედრების შემდეგ აღნიშნა:

„ყირგიზეთის მთავრობა ჩამოვა საქართველოში და ჩავატარებთ შეხვედრას, სადაც მოხდება ამ გამოცდილების გაზიარება. ეს იყო ჩვენი დიალოგის მთავარი მოტივი. რეფორმებნიკა გილაური მსიფლიო ეკონომიკურ ფორუმზეი, რეფორმები, რეფორმები, რომელიც დღეს საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია. საჭირო არის საქართველოს რეფორმების განხილვა და სწორად ამაზე გვქონდა საუბარი. რა გააკეთა საქართველომ თავის დროზე, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ და რისი გადაღება შეუძლია ყირგიზეთის სახელმწიფოს ამ ეტაპზე. რაც შეეხება მონტენეგროს პრემიერთან საუბარს, - აქ ლაპარაკი გვქონდა იმ საერთო გამოცდილებაზე, რაც შეიძლება იყოს გაზიარებული ორი ქვეყნის მიერ, ეს არის ტურიზმი და ენერგეტიკა. ორივე საკითხი ძალიან საინტერესოა. როგორც მოგეხსენებათ, ელექტროენერგიის ექსპორტი დავიწყეთ სერბეთში. ძალიან საინტერესოა ასევე მონტენეგროსთვის, რომ ელექტორენერგიის ექსპორტი შეგვეძლება დავიწყოთ მონტენეგროს ქვეყანაშიც."

 

 პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური