საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის სხდომები

2012 წლის 7 მარტის მთავრობის სხდომა

2012 წლის 7 მარტის მთავრობის სხდომა 2012 წლის 7 მარტს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 72 საკითხი იყო შეტანილი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა სახაზინო ფასიან ქაღალდებზე ისაუბრა. გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„მოგესალმებით. მთავრობის სხდომის საკითხების განხილვამდე, საზოგადოებას და მთავრობის წევრებს ფინანსთა სამინისტროსთან დაკავშირებით ინფორმაცია მინდა მივაწოდო, რომელიც ამჯერად სახაზინო ფასიან ქაღალდებს ეხება. პირველად საქართველოს ისტორიაში დღეს ლარში ნომინირებული 10 წლიანი სახაზინო ფასიანი ქაღალდები გამოვუშვით. აქამდე, ჩვენი ევრობონდი დოლარში იყო გამოშვებული. ეს იყო წარმატებული ტრანზაქცია. 5 მლნ-ის ფასიანი ქაღალდები გამოვუშვით, მოთხოვნა 3 ჯერ უფრო მაღალი იყო, ხოლო საპროცენტო განაკვეთი 12%-ზე დაფიქსირდა.

საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ დღეს მიმოქცევაში 1 წლიანი, 2 წლიანი, 5 წლიანი და 10 წლიანი ფასიანი ქაღალდები გვაქვს. ყველა ამ მიმართულებით საპროცენტო განაკვეთი ყოველდღიურად მცირდება, რაც დამატებით აჩვენებს, თუ რაოდენ დიდია ეკონომიკის და კერძო სექტორის მიერ ნდობა. ეს ჩვენს ეკონომიკაში დამატებით ინვესტიციებს მოიზიდავს და დამატებით სამუშო ადგილებს შექმნის."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური