საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის სხდომები

2012 წლის 23 ივლისის მთავრობის სხდომა

2012 წლის 23 ივლისის მთავრობის სხდომა

2012 წლის 23 ივლისს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, საქართველოს პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა.

სხდომის დღის წესრიგში, სხვა საკითხებთან ერთად, განხილულ იქნა კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილები. ცვლილებები მოიცავს სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის კომპენსაციებისა და სხვა სახის დახმარებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების გამოყოფას. პრემიერმა საქართველოს პარლამენტს მოუწოდა უმოკლეს ვადებში განიხილოს აღნიშნული ცვლილება და მიიღოს გადაწყვეტილება, ვინაიდან კახეთის რეგიონში უამრავი დაზარალებული ოჯახი ელოდება მთავრობის დახმარებას.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მთავრობამ განიხილა, იყო დევნილთა საჭიროებების შესწავლის პროგრამა, რომლის პრეზენტაციაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, დალი ხომერიკმა წარმოადგინა. აღნიშნული პროგრამის მიზანი არის დევნილთა კონკრეტული საჭიროებების შესწავლა და სამინისტროს მიერ მიზნობრივი პროგრამების ეფექტური დაგეგმვა და განხორციელება. დალი ხომერიკმა ხაზი გაუსვა დევნილთა საჭიროებების შესწავლისთვის გამოკითხვის ჩატარების და ამ პროცესში თავად დევნილების მონაწილეობის აუცილებლობას.