2012 წლის 28 დეკემბრის მთავრობის სხდომა

2012 წლის 28 დეკემბრის მთავრობის სხდომა2012 წლის 28 დეკემბერს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 50 საკითხი იყო შეტანილი, სხდომის მსვლელობისას დაემატა 10 და გადაიდო 6 საკითხი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტის შედეგები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიულ პარტნიორობას გააგრძელებენ.

მთავრობის სხდომაზე აგრეთვე განიხილეს კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებული სტუდენტებისთვის კომპენსაციის გამოყოფის საკითხი. მთავრობის წევრებმა ასევე მიიღეს გადაწყვეტილება ფილიპინების რესპუბლიკისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის, სიღარიბის შემცირების და ზრდის მხარდაჭერის ფონდისთვის თანხის გამოყოფის შესახებ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური