საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კახეთში რთველის დაწყებას დაესწრო ამოსაბეჭდი ვერსია

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი კახეთის რეგიონში იმყოფებოდა. თავდაპირველად ვანო მერაბიშვილი დაბა წნორში ადგილობრივ გლეხებს შეხვდა და მთავრობის ორი ახალი ინიციატივა გააცნო. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვინაიდან კახეთს წელს რთული წელი ჰქონდა და სტიქიამ რეგიონი უკვე ორჯერ დააზარალა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ყურძნის სახელმწიფო ვაუჩერით ანაზღაურებული თანხა გასულ წელთან შედარებით შავ ყურძენზე 25 თეთრიდან 35 თეთრამდე, ხოლო თეთრზე 15 თეთრიდან 25 თეთრამდე გაიზრდება. გარდა ამისა, კახეთის რეგიონში გაიხსნება 55 ყურძნის ჩამბარებელი პუნქტი, სადაც 1 კგ შავი ყურძნის ჩაბარება 1 ლარად იქნება შესაძლებელი. პრემიერ-მინისტრმა აგრეთვე აღნიშნა, რომ კომპანიები დაზიანებულ ყურძენსაც შეისყიდიან, რომელზე ფასიც 1 კგ-ზე 35 თეთრიდან დაიწყება.

დაბა წნორის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოფელ სამთაწყაროში ჩავიდა, სადაც რთველის დაწყებას დაესწრო და ადგილობრივ გლეხებთან ერთად ყურძნის კრეფაში მიიღო მოაწილეობა.

სამთაწყაროდან ვანო მერაბიშვილი ბაკურციხეში გაემგზავრა, სადაც 14 ივლისს, მისი მითითებით დამშრობ არხზე დაწყებული გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა. პრემიერ-მინისტრმა სასოფლო-სამეურნეო მიწებისთვის გაკეთებული სადრენაჟო სისტემა დაათვალიერა, რომლის საშუალებითაც 180 ოჯახის საკუთრებაში არსებული 500 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაშრობა მოხერხდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კახეთში რთველის დაწყებას დაესწროსაქართველოს პრემიერ-მინისტრი კახეთში რთველის დაწყებას დაესწროსაქართველოს პრემიერ-მინისტრი კახეთში რთველის დაწყებას დაესწროსაქართველოს პრემიერ-მინისტრი კახეთში რთველის დაწყებას დაესწრო