საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ახალი მინისტრი წარადგინა ამოსაბეჭდი ვერსია

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლებს ახალი მინისტრი - თორნიკე გორდაძე წარუდგინა.

პრემიერ-მინისტრმა ყოფილ მინისტრს გიორგი ბარამიძეს, რომელმაც დაკავებული თანამდებობა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით დატოვა, გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა, ხოლო ახალ მინისტრს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

თორნიკე გორდაძე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე 2010 წლის 25 ივნისიდან იმყოფებოდა და ევროკავშირთან ურთიერთობების მიმართულებას ხელმძღვანელობდა.