საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი განაგრძობს რუსთავში სამრეწველო ობიექტების დათვალიერებას ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ-მინისტრი განაგრძობს რუსთავში სამრეწველო ობიექტების დათვალიერებასსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი განაგრძობს რუსთავში სამრეწველო ობიექტების დათვალიერებას. გასულ დღეს „აზოტისა" და „ვაგონმშენებელი კომპანიის" მონახულების შემდეგ, დღეს პრემიერ-მინისტრი „რუსთავის ლითონკონსტრუქციების ქარხანა"-ს და „ჰაიდელბერგ ცემენტ"-ს ესტუმრა.

„რუსთავის ლითონკონსტრუქციების ქარხნის" დათვალიერების დროს პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა საწარმოო პროცესით და ქარხანაში არსებული სამუშაო პირობებით. ქარხანაში მზადდება ლითონის კონსტრუქციები სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობებისთვის. „რუსთავის ლითონკონსტრუქციების ქარხანა", რომელშიც 200 ადამიანი არის დასაქმებული, რამდენიმე მსხვილი ობიექტის მშენებლობაში მონაწილეობს, მათ შორის ესტაკადები და ხიდები თბილისში, თბილისის შემოვლითი რკინიგზა და ჰიდროელექტროსადგური გუდაურში.

„რუსთავის ლითონკონსტრუქციების ქარხნის" შემდეგ ვანო მერაბიშვილი კომპანია „ჰაიდელბერგ ცემენტ"-ის რუსთავის ქარხანას ესტუმრა, სადაც საწარმოო პროცესს გაეცნო. მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ცემენტის მწარმოებელი კომპანია „ჰაიდელბერგ ცემენტი" საქართველოში 2006 წელს შემოვიდა. ამჟამად კომპანიას საქართველოში აქვს სამი ცემენტის და ორი ბეტონის ქარხანა, რომლებშიც 1200 ადამიანი არის დასაქმებული.

პრემიერ-მინისტრი განაგრძობს რუსთავში სამრეწველო ობიექტების დათვალიერებას

პრემიერ-მინისტრი განაგრძობს რუსთავში სამრეწველო ობიექტების დათვალიერებასპრემიერ-მინისტრი განაგრძობს რუსთავში სამრეწველო ობიექტების დათვალიერებას