საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის განცხადება კახეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ამოსაბეჭდი ვერსია

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განცხადება გააკეთა უკანასკნელი დღეების განმავლობაში კახეთში საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სპეცოპერაციის ძირითადი ფაზა დასრულებული არის და ქართველმა სამართალდამცველებმა წარმატებით შეძლეს სახელმწიფოს საზღვრების დაცვა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ვანო მერაბიშვილმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს ყველა თანამშრომელს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ სპეცოპერაციაში. მანღრმა მწუხარება გამოთქვა ორი პოლიციელის და სამხედრო ექიმის გარდაცვალების გამო და აღნიშნა, რომ სახელმწიფო განაგრძობს გარდაცვლილთა ოჯახებზე ზრუნვას.

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს საქართველო არის სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა და იგი აღარასოდეს დაუბრუნდება იმ დროს, როდესაც ვერ ახრეხებდა თავისი ძირითადი პრინციპების- საზოგადოებაში უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას. ვანო მერაბშვილის განცხადებით, ქვეყანა აგრძელებს განვითარებას და ამის მთავარი წინაპირობა არის სტაბილურობა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.