საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა არქიტექტორებთან ერთად გორის ციხე დაათვალიერა ამოსაბეჭდი ვერსია

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი გორს ესტუმრა, სადაც ქალაქის ცენტრში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და არქიტექტორებთან ერთად გორის ციხის რეაბილიტაციის საკითხი განიხილა.
თავდაპირველად პრემიერ-მინისტრი გორის ცენტრში მივიდა, რომლის რეაბილიტაციაც უკვე დასასრულს უახლოვდება. ვანო მერაბიშვილი ადგილობრივ მოსახლეობას და რეაბილიტაციის პროცესში მონაწილე მუშებს გაესაუბრა და კმაყოფილება გამოთქვა შესრულებული სამუშაოების ხარისხით.
მოგვიანებით ვანო მერაბიშვილი არქიტექტორებთან ერთად გორის ციხეზე ავიდა, სადაც ციხის რეაბილიტაციის საკითხი განიხილა. პრემიერმა არქიტექტორებისგან მოისმინა დეტალური გეგმები იმ სამუშაოების შესახებ, რომლებიც უახლოეს მომავალში დაიწყება.
პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გორის ციხის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ციხე და ქალაქის ცენტრი გახდება იმ კომპლექსური ღირსშესანიშნავობის ნაწილი, რომელიც დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს ქალაქში და შესაბამისად მეტ სამუშაო ადგილს შექმნის.

პრემიერ-მინისტრმა არქიტექტორებთან ერთად გორის ციხე დაათვალიერაპრემიერ-მინისტრმა არქიტექტორებთან ერთად გორის ციხე დაათვალიერა

პრემიერ-მინისტრმა არქიტექტორებთან ერთად გორის ციხე დაათვალიერა