საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა დაბა სურამში წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დაბა სურამში მიმდინარე წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. დათვალიერების დროს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობას ოთხწლიანი სამოქმედო გეგმით მთავრობამ აიღო ვალდებულება მოაგვაროს წყალმომარაგების პრობლემა საქართველოს ყველა სოფელში.

პროექტი, რომელსაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს, ითვალისწინებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით 1000 კუბური მეტრი მოცულობის მქონე სასმელი წყლის ორი რეზერვუარის მშენებლობას და წყალმომარაგების შიდა ქსელის განახლებას დაბა სურამში. სამუშაოები 2013 წლის აპრილში დასრულდება, რის შედეგადაცსურამი სუფთა წყალს 24 საათიან რეჟიმში მიიღებს. პროექტში, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება, 70-მდე ადგილობრივი არის დასაქმებული.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა დაბა სურამში წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერასაქართველოს პრემიერ–მინისტრმა დაბა სურამში წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა