საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, რომელშიც სხვა წევრებთან ერთად ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თორნიკე გორდაძე შედის, ბრიუსელში იმყოფება.
დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან ჰერმან ვან რომპეისთან და ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულესთან. მოგვიანებით პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ევროპის სახალხო პარტიის ასამბლეას სიტყვით მიმართავს.