საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრმა რთველში მიიღო მონაწილეობა ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ–მინისტრმა რთველში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში იმყოფებოდა, სადაც აფრიაშვილების ოჯახს ესტუმრა და ოჯახის წევრებთან ერთად რთველში მიიღო მონაწილეობა.

მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი აფრიაშვილების ოჯახის უფროსთან ერთად გურჯაანის კოტეხის ღვინის ქარხანაში გაემგზავრა და ყურძნის ჩაბარების პროცესს დაესწრო. ქარხნის წარმომადგენლის განცხადებით, კოტეხის ღვინის ქარხანას დღეში 150 ტონა ყურძნის მიღება და გადამუშავება შეუძლია. მისი განცხადებით ანალოგიური სიმძლავრის ქარხნები ამოქმედდა ველისციხეში, ზეგანში და გურჯაანში, რის გამოც გურჯაანის რაიონში ყურძნის ჩაბარების და გადამუშავების პრობლემა მოიხსნა. ყურძნის ჩაბარების შემდეგ კარდენახელ გლეხს ქარხანაში ვაუჩერი გადაეცა, რომელიც მან ბანკში გაანაღდა. პრემიერ-მინისტრი პირადად გაეცნო ყურძნის ჩაბარების და ვაუჩერის განაღდების პროცესს.

ვინაიდან კახეთს წელს რთული წელი ჰქონდა და სტიქიამ რეგიონი უკვე ორჯერ დააზარალა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ყურძნის სახელმწიფო ვაუჩერით ანაზღაურებული თანხა გასულ წელთან შედარებით შავ ყურძენზე 25 პრემიერ–მინისტრმა რთველში მიიღო მონაწილეობათეთრიდან 35 თეთრამდე, ხოლო თეთრზე 15 თეთრიდან 25 თეთრამდე გაიზრდება. გარდა ამისა, კახეთის რეგიონში გაიხსნება 55 ყურძნის ჩამბარებელი პუნქტი, სადაც 1 კგ შავი ყურძნის ჩაბარება 1 ლარად იქნება შესაძლებელი. პრემიერ-მინისტრმა აგრეთვე აღნიშნა, რომ კომპანიები დაზიანებულ ყურძენსაც შეისყიდიან, რომელზე ფასიც 1 კგ-ზე 35 თეთრიდან დაიწყება.