საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ-მინისტრი პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდადღეს, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რადოსლავ სიკორსკის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კარლ ბილდტს შეხვდა. ვანო მერაბიშვილმა რადოსლავ სიკორსკისთან და კარლ ბილდტთან განიხილა საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობაში არსებული მიღწევები და გამოწვევები და საქართველოში არსებული სიტუაცია. საუბარი აგრეთვე შეეხო საქართველო-პოლონეთის და საქართველო-შვედეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს.