საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ-მინისტრი ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდადღეს, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ფიჯის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, რატუ ინოკე კაბუაბოლას შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და ეკონომიკის, კულტურისა და განათლების სფეროებში მათი გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა ფიჯის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.