საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ-მინისტრი არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდადღეს, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ არგენტინის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰექტორ ტიმერმანს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და ისაუბრეს მათი გაღრმავების პერსპექტივებზე და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებზე. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა არგენტინის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისათვის.