საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი დუშეთის რაიონში იმყოფება ამოსაბეჭდი ვერსია


პრემიერ-მინისტრი დუშეთის რაიონში იმყოფებასაქართველოს პრემიერ- მინისტრი ვანო მერაბიშვილი დუშეთის რაიონს ესტუმრა და მდინარე თეთრ არაგვზე „არაგვი ჰესი" სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ჰეს-ის მშენებლობა მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და მომდევნო წლის იანვარში დასრულდება. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან საუბრის დროს, პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ელექტროენერგიის სტაბილურად მზარდი მოხმარების ფონზე საქართველოში არსებული ჰიდრორესურსების ათვისების მნიშვნელობაზე. ვანო მერაბიშვილის განცხადებით, დღეს საქართველოს, რომელიც მსოფლიოში მეორე ადგილზე არის ერთ სულ მოსახლეზე ჰიდრო რესურსების მოცულობით, აღნიშნული რესურსების მხოლოდ 20% აქვს ათვისებული. სწორედ ელექტროენერგიის მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ამჟამად ქვეყანაში მიმდინარეობს 17 ჰეს-ის მშენებლობა და მსგავსი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება. „არაგვი ჰეს"-ის დადგმული სიმძლავრე 8 მეგავატია, ხოლო წლიური გამომუშავება 50 მილიონ კილოვატ/საათს შეადგენს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 11 მლნ აშშ დოლარია. ჰეს-ის მშენებლობაზე 122 ადამიანია დასაქმებული.

პრემიერ-მინისტრი დუშეთის რაიონში იმყოფება„არაგვი ჰეს"-ის დათვალიერების შემდეგ, პრემიერ-მინისტრი გუდაურსა და ფასანაურს შორის, სოფელ ნაღვარევში მდებარე საოჯახო სასტუმრო „არაგვ"-სესტუმრა და მის მფლობელს გაესაუბრა. ვანო მერაბიშვილმა სასტუმროს მფლობელს გააცნო მთავრობის ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მცირე ზომის სასტუმროების რეკლამირებას, ვინაიდან სასტუმროებს ხშირად საშუალება არ აქვთ თავად დააფინანსონ მსგავსიხარჯები. ამ მიზნით უახლოეს მომავალში შეიქმნება სპეციალური ვებ-გვერდი, რომელშიც დიდ სასტუმროებთან ერთად შევა სასტუმრო „არაგვის" მსგავსი მცირე ზომის საოჯახო სასტუმროებიც, რაც ტურისტებს საშუალებას მისცემს ოთახები წინასწარ, ინტერნეტის გამოყენებით დაჯავშნონ.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების შედეგად, დუშეთისა და ყაზბეგის რაიონებში ტურისტების რაოდენობისა დამგზავრთა ნაკადის მკვეთრ ზრდაზე. მისი განცხადებით, კობი-გუდაურის გზის რეაბილიტაციის შემდეგ, სადაც ბეტონის საფარის დაგება მომდევნო წლის აპრილში დასრულდება, აღნიშნულ რაიონებში ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის ადგილობრივი მოსახლეობისთვის და დამატებით შემოსავალს მოუტანს მათ.

პრემიერ-მინისტრი დუშეთის რაიონში იმყოფებამოგვიანებით ვანო მერაბიშვილი დუშეთის რაიონის სოფელ ბედონს ესტუმრა, სადაც გაზსადენის რეაბილიტაცია დასრულდა და სოფელი ბუნებრივ აირს უკვე მიმდინარე კვირის ბოლოს მიიღებს. უახლოეს მომავალში დასრულდება გაზსადენების რეაბილიტაცია ბედონის მახლობლად მდებარე სოფლებში მლეთა, არახვეთი, ქვეშეთი და ხადას ხეობა, რის შედეგადაც ჯამში ხუთივე სოფელში 270 აბონენტი მიიღებს ბუნებრივ აირს. ბედონის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი სოფელ ქვეშეთში ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და ცენტრალურ ავტომაგისტრალზე გარე განათების სამონტაჟო სამუშაოები დაათვალიერა.