საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი პროფესიულ კოლეჯს ,,იკაროს''-ს ესტუმრა ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და დასაქმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ტრაპაიძე, თბილისში მდებარე პროფესიულ კოლეჯს „იკაროს"-ს ესტუმრა. პროფესიული სწავლების ცენტრი „იკაროსი" 2007 წელს გაიხსნა და ორიენტირებული არის სერვისის სფეროში დაბალი და საშუალო რგოლის მომსახურე პერსონალის მომზადებაზე. სასწავლებელში ფუნქციონირებს სამი ძირითადი პროგრამა: კულინარული ხელოვნების, სარესტორნო საქმის, კვებისა და სასმელების სერვისი და სასტუმრო საქმე.

სასწავლებელში პრემიერ-მინისტრი სწავლის პროცესის მიმდინარეობას და კოლეჯის გაფართოების გეგმებს გაეცნო. კოლეჯის წარმომადგენლების განცხადებით, გახსნის დღიდან დღემდე სასწავლებელმა 3000-მდე სტუდენტი მოამზადა, რომელთა76% დასაქმებული არის. სტუდენტებთან საუბრის დროს, ვანო მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად გაიზრდება სასტუმროებისა და რესტორნების რაოდენობაც და შესაბამისად მოთხოვნა იმ პროფესიებზე, რომლების დაუფლებაც კოლეჯ „იკაროს"-ში არის შესაძლებელი.

პრემიერ-მინისტრი პროფესიულ კოლეჯს იკაროს-ს ესტუმრაპრემიერ-მინისტრი პროფესიულ კოლეჯს იკაროს-ს ესტუმრაპრემიერ-მინისტრი პროფესიულ კოლეჯს იკაროს-ს ესტუმრაპრემიერ-მინისტრი პროფესიულ კოლეჯს ,,იკაროს'-ს ესტუმრა