საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა რუსთავში ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა დაათვალიერა ამოსაბეჭდი ვერსია

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ქალაქ რუსთავში იმყოფებოდა, სადაც საზღვარგარეთიდან შემოტანილი 200-მდე ერთეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა დაათვალიერა. უახლოეს მომავალში აღნიშნული ტექნიკა, მათ შორის კარტოფილისა და სიმინდის ამღები კომბაინები და სხვადასხვა ტიპის ტრაქტორები, საქართველოს მასშტაბით გახსნილ 12 ფერმერთა მომსახურების ცენტრში გადანაწილდება და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მნიშვნელოვნად გაუადვილებს ადგილობრივ მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულებას.

ტექნიკის დათვალიერების დროს, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი სამთავრობო პროგრამის მიხედვით, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტიც სოფლის გაძლიერება არის, მომდევნო 4 წლის განმავლობაში საქართველოში 2000-მდე მსგავსი ტიპის ტექნიკის შემოყვანა იგეგმება. ვანო მერაბიშვილმა აგრეთვე ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში ახალი თაობის მექანიზატორების აღზრდის და მათთვის განათლებისა და პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად სათანადო პირობების შექმნის მნიშვნელობაზე.

პრემიერ-მინისტრმა რუსთავში ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა დაათვალიერაპრემიერ-მინისტრმა რუსთავში ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა დაათვალიერაპრემიერ-მინისტრმა რუსთავში ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა დაათვალიერაპრემიერ-მინისტრმა რუსთავში ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა დაათვალიერა